Κυριακή, 18 Ιουνίου 2017

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ერეტიკოსების მიმართ.

Αποτέλεσμα εικόνας για ορθοδοξια και αιρεση

      ქრისტეს ეკლესია ერთია, რადგან ერთია ქრისტეს სხეული. „გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?“ (1 კორ. 1,13). ეპისკოპოსი და პროფესორი ნიკოდიმოს მილაში ამის შესახებ წერს: „რადგან ერთია ეკლესიის თავი, იესო ქრისტე, შესაბამისად მისი სხეული – ეკლესია – ერთია“ (საეკლესიო სამართალი, გვ. 294).

     

      ყველა სხვა წარმონაქმნი, რომელიც თავს „ეკლესიას“ უწოდებს, წარმოადგენს დაჯგუფებას, რომელიც მოკვეთილია ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სხეულიდან. მათ,  ვინც  თითოეულ  ამ  წარმონაქმნებს '' ეკლესიას''  უწოდებს, ავტომატურად ვარდებიან ერესში.  


      მეხუთე -მეექვსე კრების 95-ე კანონი ამბობს: „ვინც მართლმადიდებლობაში და გადარჩენილთა ნაწილში მწვალებლობიდან მოვა, მათ შევიწყნარებთ პირველგანწესებული საზღვრისა და ჩვეულებისამებრ... მოვთხოვთ მათ ხელწერილს და ვუბრძანებთ, შეაჩვენონ ყოველგვარი მწვალებლობა, რომელიც არ აღიარებს ისე, როგორც აღიარებს ღვთის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია (Σύνταγμα Θείων και Ιερών Κανόνων, τ. 2, σ. 529-530. Βλ. και 2ο κανόνα Β´ Οικουμ. Συνόδου, όπ. π. σ. 187 მეორე მსოფლიო კრების მე-2-ე კანონი გვ, 187). 


    დაუშვებელია, რომ ვინმემ მოაკლოს, ან შემატოს იმას, რასაც გვასწავლის ეკლესია მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მეშვეობით, რომლებმაც შეიძინეს საყოველთაო ავტორიტეტი მეხუთე-მეექვსე კრების მე-2-ე კანონით და ამასთანავე დარჩნენ „ეკლესიად“. 


     გარდა ამისა, ამ საკითხზე აცხადებდნენ მეშვიდე მსოფლიო კრების მონაწილე წმიდა მამები: „მთელი სიზუსტით და ზედმიწევნითი გამოკვლევით მივყვებით ჭეშმარიტებას და არაფერს ვტოვებთ, არაფერს ვუმატებთ, არამედ ყოველთვის დაუცხრომელად ვიცავთ კათოლიკე ეკლესიის გადმოცემას; ყველაფერში მივყვებით ექვს წმიდა მსოფლიო კრებას... მივყვებით ჩვენი წმიდა მამების ღვთივშთაგონებულ სწავლებას და კათოლიკე ეკლესიის გადმოცემას, რადგან ვიცით, რომ ის სული წმიდისგანაა, რომელიც დამკვიდრებულია ეკლესიაში“ (Mansi 13,376).


    ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მფლობელი ჭეშმარიტებისა, ისწრაფის არა იმისკენ, რომ მოიძიოს „საერთო ელემენტები ქრისტიანული სარწმუნოებისა“,  ერეტიკოსებთან, არამედ – იმისკენ, რომ ერეტიკოსებმა მიიღონ სრული ჭეშმარიტება. ერების მოციქული პავლე ტიტეს მიმართ ეპისტოლეში მწვალებლების ხსენებისას ამბობდა: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ“ (ტიტე 3,10). ეს იმიტომ, რომ, თეოდორიტე კვირელის სიტყვების მიხედვით, უსარგებლოა – „უაზრო ტკივილია“ (PG 82, 869) – აწარმოო მოლაპარაკებები მწვალებლობით გაუკუღმართებულ გონებებთან. ამიტომაც ამბობს დაჟინებით წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „მრავალგვარ სიბილწეებში რომ შეიყვანა ისინი, თავისი ცბიერების ქსელი გარდაუვალი და დაურღვეველი გახადა“ (PG 70, 784). 


    ცხადია, მართლმადიდებელი ეკლესია იბრძვის არა მწვალებლებთან გაერთიანებისთვის, არამედ მისგან მოკვეთილი მწვალებლების მის წიაღში დაბრუნებისთვის და მასთან შეერთებისთვის. ამას ამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის ონტოლოგიური სიყვარული სხვაგვარად მორწმუნეების მიმართ. და ეს იმიტომ, რომ სიყვარული მაშინ არის ჭეშმარიტი სიყვარული, როდესაც ის ჭეშმარიტებაშია, როცა გამორიცხავს თავისმოყვარებისა და ამსოფლიურობის სულს. ჭეშმარიტების გარეშე ნამდვილი სიყვარული ვერ იქნება. ნამდვილი სიყვარული არ ტოვებს ერეტიკოსს მის გზააბნეულობაში, არამედ ცდილობს მის ამოყვანას დაღუპვის უფსკრულიდან ჭეშმარიტების ხელის გაწოდებით. წმ. ეფრემ ასური ზემოთქმულს ზუსტად განსაზღვრავს: „თუკი დავფარავთ ჭეშმარიტებას და მივცემთ ისეთ რჩევებს, რომლებიც სიამეთმოყვარებას ესათნოება, მაშინ არანაირი განსხვავება არ იქნება ჩვენსა და ცრუწინასწარმეტყველებს შორის, რომლებიც აცდუნებდნენ ხალხს, რამეთუ თითოეულს იმას ეუბნებოდნენ, რაც მას ესიამოვნებოდა. ხოლო ღვთის წინასწარმეტყველები ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ; სამაგიეროდ მათ მოიძულებდნენ და კლავდნენ (Εις το πρόσεχε σεαυτώ, τ. 2, σ. 158) ეკრძალე თავსა შენსა“).


Αποτέλεσμα εικόνας για ορθοδοξια και αιρετικοι


  წყარო:

Πέμπτη, 8 Ιουνίου 2017

დანაშაულებრივი დუმილი

ეკლესიის მამები თვლიან და აღიარებენ დუმილს დიდ ღირსებად. მას თვლიან, როგორც სამკურნალო მეთოდს ყბედობისა და უქმადმეტყველებისა, რადგანაც ადამიანს არ შეუძლია გვერდი აუაროს ამ ცოდვას. აქებენ დუმილს, რამეთუ ის შობს ბევრ ღირსებას. განსაკუთრებით ბერისთვის, რომელიც თავისი ცხოვრებითა და თავის მაგალითით  ასწავლის, რომ დუმილი არის ის, რაც  მას იცავს ეგოიზმიდან, ლოცვის დროს  გონების გაფანტვისგან, ეხმარება ქონდეს სიკვდილის ხსოვნა და სხვა ღირსებები. აი ეს დუმილი, როგორც უქმადმეტყველებისა და ყბედობის საწინააღმდეგო და ეგოიზმთან ბრძოლის საშუალება, არის მამების მიერ შექებული  და უფლის მიერ დაჯილდოებული. 
Αποτέλεσμα εικόνας για Θεοδωρος στουδιτης για τη σιωπη
   
      არსებობს ოღონდ სხვა დუმილი, დამნაშავე და  მიზეზი ბევრი  სიცუდისა და ბოროტებისა, მზაკვარი ჩვენი ცხონებისა. ეს დუმილი ხდება სიმხდლისა და სულმდაბლობის ვნების გამო და მისი მიზანი დათმობა  (კომპრომისი) და გადამეტებული ეგოიზმია. არის დუმილი, რომელიც ტოვებს  ჭეშმარიტებას დაუცველს და აუქმებს აღმსარებლობის ღვაწლს, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია გადარჩეს. ესეთი დუმილი ხშირად თავს მოხვეულია მორჩილების საბაბით ზედამდგომების მიერ  (სულიერი მამები, ეპისკოპოსები...), ხოლო აღმსარებლობა მეორეხარისხოვანია, გარიყულია.

      დღეს ვხედავთ მოძღვრებს და ეპისკოპოსებს სხვადასხვა თემებზე მოსაუბრეთ, მაშინ როცა რწმენის საკითხებში  პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მართლაც უდიდესი სიკეთეა გაიგოს ადამიანმა, როდის უნდა ილაპარაკოს და როდის დადუმდეს, როდის დუმილი ხდება ცხონების მიზეზი და როდის  წარწყმედის.



Αποτέλεσμα εικόνας για Θεοδωρος στουδιτης για τη σιωπη      ღირსი თეოდორე სტუდიელი გვესაუბრება დანაშაულებრივი დუმილის შესახებ  (და სიმართლეა, რომ ამ ვნებით შეპყრობილნი ვართ ბევრნი დღეს) და ააშკარავებს ჩვენში, ჩვენს დროში ასეთ რთულ მოურჩენელ დაავადებას,  მიკრობს, რომლითაც ყველანი ვართ დაზიანებული და თუ როგორი დამღუპველია დუმილის ეკლესიური განზომილება.


   მოკლედ გადმოგცემთ ღირსი თეოდორე სტუდიელის პოზიციას დუმილთან დაკავშირებით:
  
  1. სარწმუნოების საკითხებში დუმილი ნიშნავს ბრალდების დამოწმებას

 2. დუმილი არის  ბოროტებისთვის ნებართვის მიცემა.

 3. მართლმადიდებლების დუმილით  იმარჯვებს და მყარდება ცდომილება და ერესი.

 4. როცა სარწმუნოება საფრთხეშია განურჩევლად ყველა ქრისტიანი ვალდებულია, რომ აღიაროს ჭეშმარიტება და არ გაჩუმდეს.

 5. მართლმადიდებლებსთვის ხმის ჩაკმინდება ერეტიკოსთა დიდი წარმატებაა.


 6. როცა სარწმუნოებას საფრთხე ემუქრება მხოლოდ დუმილია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი წარწყმდეს.


 7. ვინც დუმს, მაშინ როცა  რწმენას  დაცვა ჭირდება, ეკლესიის მიერ ითვლება მკვდრად.

 8. იმ შემთხვევაში,  თუ ვიქნებით ვინმეს დამცველი რწმენის საკითხში,  უნდა მოვთხოვოთ მას აღმსარებლობა ზეპირად და წერილობით, იმისთვის რომ  აღსდგეს ეკლესიის ცნობიერებაში.

 9. დუმილი ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ნიშნავს ერესთან თანხმობას და  მართლმადიდებლების დამოკიდებულება მათ მიმართ ანალოგიურია.

    მღვდელ მონაზონი ექვთიმე ტრიკამინასი.

   ბერძნულიდან თარგმნა შემოკლებით  ნ. ჯიქიამ.  


Τετάρτη, 31 Μαΐου 2017

''თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.''(მათეს 16)

Αποτέλεσμα εικόνας για εικονα δευτερας παρουσιας

ირსი ამბა ისხირიონი:
   ერთხელ ეგვიპტის სკიტეს მამებმა ამბა ისხირიონს კითხეს:
 - რა ვიღვაწეთ ჩვენ?
 ამბა ისარიონმა უპასუხა:
-ჩვენ ღმერთის მცნებები შევასრულეთ.
  შემდეგ კვლავ კითხეს:
- რას გააკეთებენ ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებენ?
  - ისინი ჩვენი ღვაწლის ნახევარს აღასრულებენ.
 და კვლავ კითხეს:
    -და რას იზამენ ისინი, ვინც მათ შემდეგ იქნებიან?
  ამბამ უპასუხა:
 -ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ ღვაწლი, მაგრამ იმ დროს იმდენი განსაცდელი იქნება რომ, ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში.
   ანტონი დიდი ამბობდა:
''მოდის ჟამი, როცა ადამიანები გახელდებიან და თუკი დაინახავენ ვინმე გონიერს, აუმხედრდებიან და ეტყვიან: ''გადარეული და უგუნური ხარ'', და ეს მოხდება რამეთუ არ იქნებიან მათი მსგავსი.''

  ღირსი ეფრემ ასური აღწერს ბოლო ჟამს.
Αποτέλεσμα εικόνας για οσιος εφραιμ ο συρος
 ''გულისტკივილით დავიწყებ სიტყვას იმ უსაზარლეს გველზე, რომელიც მთელ ცისქვეშეთს აღაშფოთებს და ადამიანის სულში შიშს, სულმოკლეობასა და საზარელ ურწმუნოებას დაუდებს ბინას, მოახდენს ცრუ სასწაულებს, ღმერთის დაშვებით მიიღებს, ძალაუფლებას აცდუნოს ქვეყანა, რამეთუ უღირსებით აღივსო იგი. ყველგან სხვადასხვაგვარი საშინელებანი მოხდება. სწორედ ადამიანთა უღირსების გამო დაუშვებს ყოვლადწმიდა მეუფე, რათა ეს ქვეყანა სულითა სიცრუისათა გამოიცადოს, რამეთუ ასე მოისურვეს ადამიანებმა განშორდნენ ღმერთს და შეიყვარონ ბოროტი.

   დიდი იქნება ბრძოლა,  რათქმა უნდა მორწმუნეთა შორის ბოლო ჟამის დროს...  მაშინ, ძმანო, შეურყეველი აღმოჩნდება ის, ვისაც სულში ექნება უტყუარი ნიში-წმიდა მოსვლა მხოლოდშობილისა ძისა ღვთისა ჩვენისა.

     ვინ გადაიტანს ამ დღეებს? 
      ვინ მოითმენს აუტანელ მწუხარებას?

         რამეთუ ბევრი ღვთის მაამებელი ადამიანი მოიძებნება, რომელნიც მთებსა და უდაბნო ადგილებში შეძლებენ გადარჩენას, მრავალი ლოცვითა და  გულითადი ტირილით...

      იმჟამად როცა გველი გამოჩნდება, დედამიწაზე არ იქნება მოსვენება;  დაისადგურებს უდიდესი მწუხარება, შფოთი, არეულობა, სიკვდილი და შიმშილი ყოველ კუთხეში...

      სიმამაცის სული იქნება საჭირო, რათა შეძლონ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა ამ ცდუნებათა შორის, რამეთუ თუ ადამიანი ოდნავ მაინც გამოიჩენს უზრუნველობას, ადვილად დაიპყრობს მაცდური გველი და და ისინი შეუნდობელნი იქნებიან  მეორედ მოსვლის საშინელ  სამსჯავროზე.

   დააკვირდით მხეცის სივერაგეს და მზაკვრულ ეშმაკობას, თუ როგორ იწყებს კუჭით, რათა ადამიანი ჩავარდება რა მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო,იძულებული გახდეს, მიიღოს ბეჭედი (მხეცისა) არა ნებისმიერ ასოზე სხეულისა, არამედ მარჯვენა ხელსა და შუბლზე...

       რამეთუ უწყის უბედურმა, რომ უფლის ჯვრის გამოსახვა არღვევს მთელ მის ძალას.

        ყოვლად საძაგელი მოვა  როგორც ავაზაკი, რათა ყველანი აცდუნოს. მოვა მორჩილი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, - როგორც თავად ილაპარაკებს საკუთარ თავზე,- კერპების უარმყოფელი, ამომრჩეველი ღვთისმოსაობისა, გლახათმოყვარე და კეთილსახიერი იერით დაუწყებს  ცდუნებას ქვეყანას, ვიდრე არ გამეფდება.

    ამიტომაც, როცა სხვადასხვა ხალხები და მაღალი თანამდებობის პირნი იხილავენ მის ასეთ სათნოებას და ძალას, ეტყვიან ერთმანეთს:-მოიძებნება კიდევ სადმე ასეთი კეთილი და სამართლიანი ადამიანი?

    ყველა ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა სახიერ ღმერთსა, მოკლებული იქნება სასუფევლიდან და გველთან ერთად შთაგდებულ იქნება გენიაში. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ილია თეზბიტელს და ენუქს, რათა კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა.
 თუმცა, ძალზედ მცირედნი მოისურვებენ მოუსმინონ მათ და დაუჯერონ.

Αποτέλεσμα εικόνας για Ο Ενωχ και ο Ιλιας στα εσχατα χρονια
    
 მრავალი წმინდანთაგანი, შეგინებულის მოსვლისას, ნაკადულივით დაღვრიან ცრემლებს წმიდა ღვთის მიმართ, რათა გადაურჩნენ გველს.       უდიდესი აჩქარებით გაიქცევიან უდაბნოებში და დაიმალვიან  მთებსა და გამოქვაბულებში. და წმიდა ღვთისაგან მიეცემათ მათ შემდეგი: მადლი ღვთისა გაიყვანს მათ განგებით წინასწარ განსაზღვრულ საამისო ადგილებში და იქ გადარჩებიან შეფარებულები მღვიმესა და გამოქვაბულებში. რამეთუ განგების მცოდნეთ არ გაუჭირდებათ მიხვდნენ ანტიქრისტეს მოსვლას. მათთვის კი, ვისაც გონება  ცხოვრებისეული საქმეებისკენ ექნება მიპყრობილი და ეყვარება მიწიერი, ეს არ იქნება ცხადი, თუმცა, ყურს მოკრავს, არ დაიჯერებს და მეტიც, სასაცილოდ არ ეყოფა, როცა ამას ეტყვიან.

   დიდი მწუხარება იქნება იესო ქრისტეს ეკლესიაში...
    დასასრულს, თქმულისაებრ, როცა შესრულდება უწმინდურის ბატონობის სამწელიწად ნახევარი, მოვა უფალი, ვითარცა ელვა, მბრწყინავი ცით გამო...'' 
  
წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს:
   ''ვინ არის ოღონდ ეს?  ნუთუ სატანა?
 რა თქმა უნდა არა.
 არამედ  რომელიღაც ადამიანი , რომელიც იღებს  ეშმაკის მთელ ენერგიას. ის იქნება უფლის საპირისპირო და ბრძანებას გასცემს, უფლის მაგივრად მას დაემორჩილონ. უფლის ტაძარში დაბრძანდება, არა მარტო  იერუსალიმში, არამედ სხვადასხვა მხარეში ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში.
    შეეცდება  დაამტკიცოს, რომ ღმერთია, რამეთუ დიდი საქმეებსაც გააკეთებს და სასწაულებსაც მოახდენს.

   წმ. კირილე იერუსალიმელი კი ამატებს:
    '' მაშ ასე, ჩემო კარგნო, თავს მიხედეთ და სული გადაარჩინეთ. ყველაფერს ამას ამოწმებს ეკლესია დღეს ცოცხალი ღმერთის წინაშე და გაცნობებთ, თუ რა მოხდება ანტიქრისტესთან დაკავშირებით.

   ჩვენ არ ვწინასწარმეტყველობთ, არამედ გაუწყებთ იმას, რაც დაწერილია. და მხოლოდ შენს თავზე ნუ იფიქრებ, არამედ უთხარი  სხვა ყველას დიდი გულმოდგინებით.''

    ''ის, ვინც საუბრობს გაუაზრებლად- ამოწმებს ანტონი დიდი-არ აქვს აზროვნება, რამეთუ არ ლაპარაკობს ფიქრის შემდეგ;  იფიქრე და ნახე რა არის სასურველი რომ გააკეთო შენი სულის გადასარჩენად.''

   კუტლუმუშელი ბერი მაკარი.

   

Κυριακή, 28 Μαΐου 2017

დევნა დაიწყება! და ეკლესიებიც, მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც წაშლიან სახარებას, რათა იქადაგონ ახალი ''სახარება.''

    ფლორინის მიტროპოლიტ ავგუსტინე კანტიოტისის წინასწარმეტყველური რჩევა - დარიგება სულიერ შვილებს.

Αποτέλεσμα εικόνας για Καντιωτης

     უკვე ხანდაზმული ეპისკოპოსი ვარ, ვუახლოვდები ჩემი მიწიერი ცხოვრების დასასრულს და მინდა რჩევა მოგცეთ ჩემო სულიერო  შვილებო.

    თუ მოვა ის დრო, როცა ჩვენც გავიგებთ სიტყვა  ''დევნას'' მორწმუნე ქრისტიანების წინააღმდეგ, ნუ შეშინდებით.

    მე არ ვიქნები ცოცხალი მაშინ, საფლავში ვიქნები, თქვენ კი გაიგებთ ერთი მხარედან მეორე მხარეში რომ დევნა დაიწყო. და ეკლესიებიც, მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც წაშლიან, გააქრობენ სახარებას , რათა თვითონ იქადაგონ ახალი '' სახარება''... და რაც კი ხდება ალბანეთსა და სხვა შორეულ მხარეებში მოხდება აქაც საბერძნეთში.

      მაგრამ ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, რომ  გაიმარჯვებენ  არა ათეისტები, არამედ მორწმუნენი.  ვილოცოთ შვილებო. ლოცვა იყოს ჩვენი საბრძოლო იარაღი მტრის წინააღმდეგ.

    კითხვა: -რა უნდა გავაკეთოთ გერონდა, რომ არ შევშინდეთ და პანიკაში არ ჩავვარდეთ იმ რთულ დღეებში?
     - არა, არ უნდა მოგიცვას პანიკამ. გვქონდეს გამბედაობა, მაგრამ არა იმისთვის რომ თავი მოვიწონოთ, არამედ ის ვაჩვენოთ როცა მოვა საამისი დრო, რამეთუ დიდი მნიშვნელობა აქვს რომ  გამბედაობა გამოიყენოთ  შესაფერის დროს. იღვაწეთ შვილნო ჩემნო და ერთ დღეს შევხვდებით ცათა სასუფეველში, იქ სადაც მოხდება ყველა მორწმუნეთა შეხვედრა.

    გაიმარჯვებთ შვილებო! ეკლესია არსებობს და იარსებებს უკუნითი უკუნისამდე, რადგანაც მისი დამაარსებელი იესო ქრისტეა. 

     შვილნო ჩემნო, დაე მუდამ გეჭიროთ რწმენით ანთებული ლამპარი ხელში. ამ სოფლის მანათებლები ყოფილიყავით იმ სიბნელეში, რაც კი არსებობს ჩვენს ირგვლივ  (ზოგი პროტესტანტია, ზოგი პაპისტი, ზოგი ღვთის მგმობელი). თქვენ ჩემო შვილებო, რაც არ უნდა ცოტანი დარჩეთ იესო ქრისტესთან, ნუ შეშინდებით, გაიმარჯვებთ. და თუკი თქვენზე უარს იტყვის თქვენი დედა და თქვენი მამა და მარტო რომ დარჩეთ მთელ ქალაქში და მთელ სოფელში, ნუ შეშინდებით.

    და თუ მთელი საზოგადოება დაუჩოქებს ეშმაკს, შენ ნუ დაიუჩოქებ და შენ, ერთადერთი შენ გადარჩები. 
  და ვამბობ და ხაზს ვუსვამ. შეიძლება დაიჩოქონ სხვა ქალაქებმა, მაგრამ ეს ქალაქი, რომელიც შეღებილია მოწამეთა სისხლით არასოდეს დაიჩოქებს, დიდისა თუ პატარას ძარღვებში ჩქეფს ნიკომიდიის, მცირე აზიისა და პონტოს მოწამეთა სისხლი.

   დავრჩებით  უფლის ციხესიმაგრე, მართლამდიდებლობის ბურჯი და დავამტკიცებთ  კიდევ ერთხელ ბოროტ ძალთა წინაშე, რომ  უფალი იესო ქრისტე არ მომკვდარა, ცოცხლობს მარადის!
  
წყრო:

ბერძნულიდან თარმნა ნ. ჯიქიამ. 

Αποτέλεσμα εικόνας για λογια  Ορθοδοξα
  

     

Σάββατο, 27 Μαΐου 2017

რუმინეთში, ბოტოსანის რაიონის ორასენის სკიტეს დევნა. 5 მაისი. 2017 წ.


Εμφάνιση μικρογραφίας του βίντεο Διωγμός στη Σκήτη Ορασένι Νομού Μποτοσάνι Ρουμανίας. 5 Μαΐου 2017.

   მორწმუნე მრევლმა გადაკეტა ტაძრის შესასვლელი, იმ  დროს, როცა იქ მივიდა მოლდავეთის  მიტროპოლიტის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 30 სამღვდელო პირი. მათი მიზანი იყო,  რომ მამა იოანეს პარალელურად, რომელსაც  თავის სამრევლოში  შეწყვეტილი აქვს მისი მიტროპოლიტის მოხსენიება მრწამსის გამო,  ძალით დაეყენებინათ  იქ ის მღვდელი, რომელიც მოიხსენიებდა მიტროპოლიტს. 

როგორც ვადევნებთ თვალ-ყურს ვიდეოში, საწმყსო იცავს მწყემსს, ხელს უშლის რა ეკუმენისტების შემოსევას.

   -რატომ ხართ დაუმორჩილებლები? 
-  როგორ არ უნდა ვიყოთ, როცა ცვლიან ჩვენს მღვდელს? 
  - რატომ უნდა შეცვალონ? არაფერი ცუდი არ გაუკეთებია.

 (მღვდელი)- მიზეზი იმისა , რომ მე მხედავთ აქ დღეს არის შემდეგი: ჩვენს მიტროპოლიტს აქვს ხელი მოწერილი ტექსტებზე, რომლითაც უნდა ყველა ქრისტიანული აღმსარებლობები  ერთ დონეზე აიყვანოს მათი ''ეკლესიებად'' აღიარებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რომ მოხდეს შერეული ქორწინებები და ჩვენ შევწყვიტეთ მისი მოხსენიება, რამეთუ სოფელს არ უნდა მისი სახელის მოხსენიება.

   მიტროპოლიტს გამოგზავნილი ყავს პროტოპრესვიტერი, რომ აიძულონ რომელიმე მღვდელი, რომ მოიხსენიოს  მიტროპოლიტი, მაშინ, როცა სოფელს არ უნდა, რომ ის მოიხსენიონ, არ უნდათ, რომ იმყოფებოდეს ლიტურგიის დროს ის მღვდელი, რომელიც მოიხსენიებს მიტროპოლიტს, რომელმაც ხელი მოაწერა  მცდარ ტექსტებს.

   თუ ჩვენი მიტროპოლიტი წაიღებს უკან  თავის ხელის მოწერას, მაშინ ჩვენც დავიწყებთ  მის მოხსენიებას. სხავაირად ამ ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ  მიიღონ სხვა მღვდელი ტაძარში, რომელიც მოიხსენიებს მიტროპოლიტს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ საკითხებს.

   ეს არის პრობლემა!

 და კიდევ ერთი... ამ ადამიანების სინდისის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული, ამ წუთში ირღვევა მიტროპოლიტის დღევანდელი გადაწყვეტილებით. როგორც კი გადმომცეს მიტროპოლიტის უკანონო ბრძანების საბუთი, მომთხოვეს ტაძრის გასაღები. არ აქვთ უფლება რომ უგულებელყონ ამ ხალხის სინდისის თავისუფლება, რომელთაც უნდათ იმ მღვდელმა ჩაატაროს ლიტურგია, რომელიც არ მოიხსენიებს ამ მღვდელმთავარს. და ჩვენ  ტაძრის გასაღებს არავის არ  მივცემთ, რამეთუ ამ ადამიანებს (სოფლის მორწმუნე მრევლს)  იანვარში (2017) ხელი აქვთ მოწერილი იმ საბუთზე , სადაც ითხოვდენენ ლიტურგია ჩატარებულიყო  მოხსენიების გარეშე ( იმ ეპისკოპოსის, რომელმაც ხელი მოაწერა კრეტის კრებას). 

  პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას!

 ( ჟურნალისტი)- თქვენი სახელი?
 - იოანე ოუნგურეანუ მქვია.
 თუ გნებავთ   შეგიძლიათ ნახოთ  SCHIT ORASEN, სადაც ნახავთ უფრო მეტ ინფორმაციას ჩვენს შესახებ. 


   წყარო:

ბერძნულიდან თარგმნა ნ. ჯიქიამ.

Τρίτη, 16 Μαΐου 2017

სამღვდელო პირთა, ერისკაცთა და ბერ-მონაზონთა საერთომართლმადიდებლური სინაქსის მიერ ხმის მიცემა ეკუმენიზმისა და კრეტის კრების დასაგმობად.

2017 წლის 4 აპრილს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ორეოკასტროში ჩატარდა ერთდღიანი შეხვედრა სამღვდელო პირთა, ერისკაცებისა და ბერ-მონაზვნობისა. 
გთავაზობთ ბერძნულიდან თარგმანს ამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილისა,სადაც მოხდა შეჯამება იმ დღევანდელი შეხვედრის და  ხმის მიცემა ეკუმენიზმის და კრეტის კრების  დასაგმობად.
  
                                                                                                  
ეკუმენიზმთან ბრძოლა ეხლა იწყება. შეიძლება ეკუმენიზმი უკვე 115 წელია რაც  ვითარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ მომხდარა ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. ამჯერად უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ  ათონის წმ. მთის ბერები, რაც წესით უნდა გაეკეთებინათ ათონის წმ. მთაზე მდებარე მონასტრების წინამძღვრებს (იღუმენებს), რასაც რა თქმა 
უნდა არ აკეთებენ, არამედ  დევნიან იმ მამებს , რომლებიც ამას აკეთებენ.
  ბევრმა  ჩვენ გვითხრა, რომ ჩავვარდებით უკიდურესობაში, რომ დავგმობთ ეკლესიებს. ჩვენ არ ვართ აქ ეკლესიების დასაგმობად, ჩვენ ვგმობთ ეკუმენიზმს და ყველაფერს მეტაპატერიკულსა და არამართლმადიდებლურს.

საეკლესიო პირთა , ერისკაცთა და ბერ- მონაზონთა  საერთომართლმადიდებლური სინაქსის მიერ ხმის მიცემა ეკუმენიზმისა  და კრეტის კრების დასაგმობად.
                                                                                  

           '' ღვთის მორწმუნენი არიან ისინი, ვინც დიაქრონულად იცავს რწმენისა და დოგმატების მთლიანობას. არიან ისინი, ვინც ეთანხმებიან ან უარყოფენ  ჩატარებულ კრებებს. წმ. მაქსიმე  აღმსარებლის მიხედვით ''დოგმატური სისწორე გამოარჩევს კრებებს'' და ვალდებულნი არიან, '' რომ ყველა მათ მიერ არჩეული დოგმატები და კანონები იყოს მართლმადიდებლური ან შეთანხმებული სახარებასთან, ან წინა მსოფლიო კრებასთან.''

      ამ მიზეზთა გამო, როგორც ერთი წმინდა სამოციქულე და კათოლიკე ეკლესიის წევრნი და წმ. მამათა განმგრძნობნი:

  1) ვგმობთ და უარყოფთ ეკუმენიზმს, ქრისტიანთა და რელიგიათა სინკრეტიზმს, როგორც პან-ერესს, როგორადაც მას ზუსტად ახასიათებს წმ. იუსტინე პოპოვიჩი და სხვა წმიდა  ბერდიდები ( გერონდები) და ცნობილი თეოლოგები.


 2) ვგმობთ და უარყოფთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს), როგორც ერესთა საბჭოს და ვაცხადებთ, რომ ქრისტე არის ერთადერთი გამომხსნელი, გამომსყიდველი და მაცხოვნებელი, არ არსებობს სხვაგან არსად   ხსნა და ერთი წმინდა სამოციქულე და კათოლიკე ეკლესია, რომელიც უფალმა დააფუძნა, გაიგივებულია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მის გარდა დანარჩენი არის ეშმაკის ცდომილება, ერესები  და სქიზმები. 

3) არ ვღებულობთ კუნძულ კრეტაზე ჩატარებულ კრებას და უარყოფთ, როგორც ცრუ კრებას, რამეთუ აკანონებს, როგორც ეკლესიურ სწავლებას: ეკუმენიზმის ერესს და მის თანმხვედრ მეტაპატერიკულ და ბაპტიზმატურ თეოლოგიას. თეორიას ეკლესიასა და წმიდა სამებაში პიროვნებისა და პირველობის შესახებ, (პერგამელი მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი) აუქმებს სინოდალურ ინსტიტუტს, აკანონებს ერესებს  ''ეკლესიებად'' მათთვის მადლის მინიჭებით, ისევე როგორც მართლმადიდებლებს, აუქმებს მარხვებს, აუქმებს მსოფლიო კრებათა კანონებს და აკანონებს შერეულ ქორწინებებს.

   
 ყველა ამ მიზეზის გამო ვწყვეტთ ევქარისტულ კავშირს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომესთან, როგორც კრების ძირითად სულისჩამდგმელ და  მქადაგებელ ეკუმენიზმის პან- ერესისა და იმ ეპისკოპოსებთან, რომლების ეთანხმებიან და იღებენ კრეტის კრებას, როგორც მართლმადიდებლურს.


      . ვიყენებთ წმ. მოციქულთა მე-10 და 31-ე კანონებს, 


  . ანტიოქიის კრების მე-2 კანონს,


  . ლაუდიკიის კრების 33-ე კანონს,


 . და ასევე წმ, ფოტის მიერ ჩატარებული კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების მე- 15 კანონს, 


. და მივყვებით ყველაფერში წმ. მამებს, აღმოცენებული ერესების დიაგნოზის დასმასა და  თერაპიაში.


      ვართ თანამოაზრე და თანამებრძოლი ყველა იმ სამღვდელო პირთა, ბერ- მონაზონთა და ერისკაცთა, ვინც შეწყვიტა წირვაში მოხსენიება  იმ პატრიარქებისა და ეპისკოპოსების, რომლებიც მხარს უჭერენ ეკუმენიზმს და არ გმობენ კრეტის ცრუ კრებას,
    და ველოდებით სხვა ძმებს, რომელთაც აქვთ მართლმადიდებლური მრწამსი, როცა მომწიფდება მათში აღმსარებლობისა და წინაამდეგობის ნაყოფი, რომ  გამოგვყვნენ ჩვენ, შეწყვეტნენ რა ერეტიკოსი ეკუმენისტების მოხსენიებას.

   აქედან გამომდინარე ვითხოვთ  მართლმადიდებლური ეკლესიების ყველა ეპისკოპოსებისგან:
   შედგეს მართლმადიდებლური კრება, რომელიც  დაგმობს კრეტის კრებას, რათა დაიცვას ეკლესია სქიზმებისა და საწმყსოს დაყოფისაგან.

    ყურადღებას  ვამახვილებთ იმაზე, რომ ამ მიმდინარე ეკლესიურ ბრძოლას აქვს სოტირიოლოგიური ხასიათი,რომლითაც მორწმუნენი ვრჩებით წმ. მამათა ტრადიციულ ეკლესიოლოგიაში და ამით ვრჩებით მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულში.

   . არ მოვიხსენიებთ წირვებზე სხვა ეპისკოპოსს, 

  .არ ვქმნით ახალ '' ეკლესიას,'' 

 .არ შევდივართ არანაირ დაჯგუფებებში, 

.უბრალოდ  ვრჩებით მართლმადიდებელი ქრისტიანები,

.ვრჩებით ერთგულნი მართლმადიდებლური მრწამსისა,

.ვაღიარებთ, რაც კი ჭეშმარიტება გადმოგვეცა წმიდა მამათგან

  და ბოლოს, როგორც წმიდა მამათა განმგრძელებელნი, ვიმეორებთ ჩვენ დღეს, მეშვიდე მსოფლიო კრების ოროსს და ვამბობთ: 
   ''წინასწარმეტყველებმა როგორც იხილეს, მოციქულებმა როგორც გვასწავლეს, ეკლესიამ  როგორც მიიღო, წმიდა მამებმა როგორც  შექმნეს დოგმატები, ეკუმენი როგორც შეთანხმდა, მადლი როგორც გაბრწყინდა, ჭეშმარიტება როგორც დამტკიცდა, სიცრუე როგორც განიდევნა, სიბრძნე როგორც წარმოჩნდა,  იესო ქრისტემ როგორც დააჯილდოვა, ასევე ვფიქრობთ, ასევე ვამბობთ, ასევე ვქადაგებთ ჩვენს ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს.'' ამინ.

                   

 ათონის წმ. მთის ბერების და მართლმადიდებელი კრეტელების სინაქსი''.

 


წყარო:


   ბერძნულიდან თარგმნა ნ. ჯიქიამ.

Αποτέλεσμα εικόνας για ημεριδασ στο ωραιοκαστρο   
    
    
    


       


      

Κυριακή, 14 Μαΐου 2017

კრეტის ეკუმენისტური კრება

   

Φωτογραφία του χρήστη Μοναχός Μακάριος Κουτλουμουσιανός.

   

        რამართლმადიდებლური სწავლებებისა და და  ეკუმენიზმის პანერესის ერთ- ერთი თეორია,  რომელიც მიიღო ( გაიზიარა) კრეტის კრებამ არის  ის, რომ ერეტიკოსი ეპისკოპოსი არის არა ის, ვისაც აქვს ერეტიკული შეხედულებები ( მრწამსი) და ქადაგებს ღიად და სახალხო ერეტიკულ სწავლებებს, არამედ ის, ვინც არის განსჯილი  (გაკიცხული) მართლმადიდებლური კრებების მიერ.



      ეკლესიის წმიდა მამათა დიაქრონული ეკლესიური  სწავლების მიხედვით ერეტიკოსი ეპისკოპოსი არის ის, რომელსაც აქვს ერეტიკული მრწამსი და ქადაგებს სახალხოდ და ღიად ერეტიკულ, არამართლმადიდებლურ და წმიდა მამათა საწინააღმდეგო სწავლებებს, მონანიების გარეშე.



     ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ეკლესიის წმიდა აღმსარებელთა  ყველა ანტიერეტიკული ბრძოლა, რომლებიც წყვეტდნენ ყველა ეკლესიურ ურთიერთობას ერეტიკოს ეპისკოპოსთან, მოხდა სანამ    ერეტიკოსი ეპისკოპოსები განისჯებოდნენ მართლმადიდებლური კრების  მიერ.



      როცა  ერეტიკოსი ეპისკოპოსები თავიანთი მმართველების ( იმპერატორების) დახმარებით იკავებდნენ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ტახტს,  თავიანთ ერესებს  აღიარებდნენ ეკლესიის ოფიციალურ მიმართულებად.


   ერეტიკოსი ეპისკოპოსის მიერ მიტაცება, ხელში ჩაგდება მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ტახტის არის და ყოველთვის იქნება არაკანონიერი, როგორც ქადაგებენ მართლმადიდებლობის გზამკვლევები და მოძღვრები, ჯერ არს მართლმადიდებლური რწმენა  და შემდეგ საეკლესიო წყობა.

     Αποτέλεσμα εικόνας για Ψευδοσυνοδος της Κρητης 

       მართლმადიდებლობის დაცვა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ერეტიკოსი ეპისკოპოსების  დაგმობა და განდევნა და მათ ნაცვლად კანონიერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დასმა კრების მიერ, არის  მიზეზი ეკლესიის წმიდა აღმსარებელთა მიერ ყველა ანტიეკუმენისტური ბრძოლისა. როცა ღვთის შეწევნით მიიღწევა ეს წმინდა მიზანი და აღსდგება მართლმადიდებლობა, მაშინ მთავრდება ბრძოლა, წყდება ომი და მყარდება მშვიდობა ეკლესიის წიაღში.


       და თუკი  რომელიმე ქრისტიანი, კლირიკოსი, მონაზონი, ერის ადამიანი ელოდება რომ შეებრძოლოს ერესს და შეწყვიტოს ყველანაირი ეკლესიური ურთიერთობა ერეტიკოს ეპისკოპოსთან, როცა დაიგმობიან, განიკვეთებიან და განიდევნებიან ისინი, ( ერეტიკოსები), როცა დამთავრდება ბრძოლა, ჩერდება ომი და დგება მშვიდობიანი ჟამი  ეკლესიაში, ბოდიში მაგრამ როგორც ხალხურად  გამოითქმის, ვერ იქნება თავის ჭკუაზე.

  

      წმიდა მამები და მართლმადიდებლობის მასწავლებლები განსაზღვრავენ აგრეთვე, რომ ერესის ოფიციალური გამოცხადება  და აღიარება ხდება კრების მიერ და  ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს კრება აკანონებს უკანონობას და ხდება ეკლესიის მიმართულება.

    ესე იგი , რაც  კრეტის ერეტიულმა კრებამ  ერეტიკული ეკუმენისტური მეთაურის პატრიარქ ბართლომეს მიერ    ეკუმენიზმის პანერესის გამოცხადებით გააკეთა.


     კუტლუმუშელი ბერი მაკარი.

   ათონის წმ. მთა  

ბერძნულიდან თარგმნა ნ. ჯიქიამ